ლიკა იმერლიშვილი

ლიკა იმერლიშვილი

აღმასრულებელი დირექტორი

ლიკა ირის ჯგუფის გუნდს 2020 წლის აპრილიდან შემოუერთდა. 2014 წლიდან თანამშრომლობს ირის ჯგუფთან მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო სოციალური ლიდერობის ფორუმში. 2012-2020 წლებში მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის თელავის ფილიალში. მისი პროფესიული საქმიანობისა და ინტერესის სფერო მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და აქტიური მოქალაქეობისა და ახალგაზრდებთან მუშაობის მიმართულებებს. ამ კუთხით, ლიკა წარმატებით თანამშრომლობდა საჯარო და კერძო სექტორთან. 2007-2012 წლებში ლიკა იყო დასაქმებული საბანკო სექტორში.

ანა ვირსალაძე

ანა ვირსალაძე

პროგრამების მენეჯერი

ანა 2018 წლის ზაფხულიდან მუშაობს ირის ჯგუფში პროგრამების მენეჯერად. 2019 წლიდან არის ირის ჯგუფისა და მრავალფეროვნების სკოლის ფასილიტატორი. ორგანიზაციასთან მისი თანამშრომლობა დაიწყო 2017 წელს, როცა მრავალფეროვნების სკოლის კურსდამთავრებული გახდა. აქვს მუშაობისა და მოხალისეობის გამოცდილება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამჟამად არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

მარიამ ლომსაძე

მარიამ ლომსაძე

ფინანსური მენეჯერი

მარიამი 2018 წლის აპრილში შემოუერთდა ირის ჯგუფის გუნდს. ის ირის ჯგუფის ფინანსური მენეჯერი და ბუღალტერი. 2019 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. ამჟამად იგი ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ბუღალტერიისა და აუდიტის განხრით. მისი სამუშაო გამოცდილება 2016 წლიდან იწყება, მუშაობდა რამდენიმე კომპანიის ბუღალტრად და ფინანსურ მენეჯერად. 2019 წელს მან დაიწყო მუშაობა შპს “შორენა და კომპანია”-ში, სადაც ამჟამადაც მუშაობს და ფინანსური დირექტორის პოზიცია უკავია.

მარიამ გორგიშელი

მარიამ გორგიშელი

სტაჟიორი

მარიამი ირის ჯგუფის გუნდს სტაჟიორის პოზიციაზე შემოუერთდა. იგი არის 2020 წლის მრავალფეროვნების სკოლის კურსდამთავრებული. ასევე მან 2021 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამჟამად მარიამი აქტიურად მუშაობს თავის თემში არსებული პრობლემების მოგვარებაზე, მან მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა ახალგაზრდული კლუბი. იგი დაინტერესებულია სათემო მუშაობით და სამომავლოდ გეგმავს უფრო აქტიურად იყოს ჩართული სამოქალაქო აქტივიზმსა და სათემო მუშაობის პროცესში.