2018 წელს სიღნაღის რაიონში, სოფელ ზემო მაღაროში შეიქმნა მრავალფეროვნების რეზიდენცია – ადგილი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს. ჩვენი მთავარი მიზანია ჩამოვაყალიბოთ ძლიერი, მრავალფეროვანი თემი, რომელიც იქნება პოზიტიური ცვლილებების მომტანი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. 

მრავალფეროვნების რეზიდენცია არის სოციალური საწარმო, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაატაროს სემინარები, ტრეინინგები, სამუშაო შეხვედრები და სხვა ტიპის ღონისძიებები. გარდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისა, მრავალფეოვნების რეზიდენციას აქვს ჰოსტელის ფუნქციაც.