მარგალიტა ჯაფარიძე

მარგალიტა ჯაფარიძე

აღმასრულებელი დირექტორი

2016 წლიდან არის ირის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით. აგრეთვე, სწავლობდა რადიო თავისუფლების ერთწლიან მედიასკოლაში მულტიმედია ჟურნალისტიკას. ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მუშაობდა რეპორტიორად სხვადასხვა მედიასაშუალებებში. 2012 წელის განმავლობაში იყო პროგრამების ასისტენტი არასამთავრობო ორგანიზაციაში პოლონეთში, ხოლო 2014 წლიდან არის ირის ჯგუფის პროგრამების მენეჯერი. 2015 წელს სტაჟირება გაიარა უმცირესობათა ევროპულ ცენტრში, გერმანიაში. ინტერესის სფერო: სამოქალაქო განათლება, ინტერკულტურული ურთიერთობები, მრავალფეროვნების მართვა, მედია.

თამარ ძაგანია ბარამიძე

თამარ ძაგანია ბარამიძე

პროგრამების მენეჯერი

თამარ ძაგანია ბარამიძე პროგრამების მენეჯერი ​​2014 წლიდან მუშაობს ირის ჯგუფში პროგრამების მენეჯერად. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, სპეციალობით ხელოვნებათმცოდნეობა. სწავლობდა თანამედროვე ხელოვნებას პოლონეთის ქალაქ ვროცლავში. მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორიო ორგნიზაციებში და არტ-გალერეებში. არის საერთაშორისო პროგრამა Theodor Heuss Kolleg-ის ტრენერი 2011 წლიდან. ირის ჯგუფში მუშაობა 2010 წელს დაიწყო. ინტერესების სფერო: მრავალფეროვნების მართვა, ფსიქოლოგია, ურბანული გარემო, თანამედროვე ხელოვნება

თამთა შეყილაძე

თამთა შეყილაძე

პროგრამების მენეჯერი

თამთა 2017 წლის ოქტომბრიდან მუშაობს ირის ჯგუფში, თავიდან ასისტენტ კოორდინატორად. ამჟამად არის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკის მეცნიერების განხრით. ამჟამად სწავლობს თსუ-ში "გენდერის კვლევის" სამაგისტრო პროგრამაზე. ირის ჯგუფის საქმიანობაში ჩართულია 2016 წლიდან. არის 2016 წლის "მრავალფეროვნების სკოლის" კურსდამთავრებული და პროგრამის მენტორიც. ინტერესის სფერო: არაფორმალური განათლება, სამოქალაქო აქტივიზმი, კინო, ასტრონომია

ირინე ოდიშარია

ირინე ოდიშარია

ფინანსური მენეჯერი

არის ირის ჯგუფის დამფუძნებელი და ფინანსური მენეჯერი 2010 წლიდან. მუშაობდა ირის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორად 2010 - 2015 წლებში. სწავლობდა ეკონომიკასა და სამართალს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვან ფაკულტეტზე, დაამთავრა ლუნებურგის ინსტიტუტი გერმანიაში. 2002 წლიდან არის ტრენერი სამოქალაქო განათლებასა და საპროექტო მენეჯმენტში.

Copyright 2018 © Gega Gagua. All rights reserved