მრავალფეროვნების სკოლა

მრავალფეროვნების სკოლა

მრავალფეროვნების სკოლა არის საგანმანათლებლო, აქტიური მოქალაქეობის პროგრამა, რომელიც 2012 წელს შეიქმნა.

მრავალფეროვნების სკოლას სურს, ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას. ეს არის პროგრამა ახალგაზრდებისთვის, ვისაც აინტერესებთ სამოქალაქო აქტივიზმი, სურთ, უნარ-ჩვევების განვითარება და საკუთარი იდეების განხორციელება.

მრავალფეროვნების სკოლას ახორციელებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა, რომელიც პროგრამა Theodor-Heuss-Kolleg-ის ფარგლებში თანამშრომლობს Robert Bosch Stiftung-სა და გაერთიანება MitOst-თან. მრავალფეროვნების სკოლას აფინანსებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პროგრამა zivik – Civil Conflict Resolution-ის ფარგლებში.

 

 მრეტი ინფორმაციისათვის პროგრამის შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ მრავალფეროვნების სკოლის ვებ-გვერდს.

მიზნები

მრავალფეროვნების სკოლა მხარს უჭერს პლურალიზმის იდეას საზოგადეობაში, რაც საქართველოში მცხოვრებ განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდებს, გამოიყენონ მრავალფეროვნების ინსტრუმენტები, იმისთვის რომ შექმნან საქართველოს მომავალი, სადაც იქნება სივრცე განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების, ცხოვრების სტილის, მოსაზრებებისა და რწმენის თანაარსებობისათვის. ჩვენი აქტივობებით ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მცდელობას, შექმნას თანასწორი ურთიერთობის სივრცე ნებისმიერი სახის უმცირესობასა და საზოგადოების უმრავლესობას შორის.

აქტივობები

აღნიშნულის მისაღწევად, მრავალფეროვნების სკოლა აქტიურ ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო აქტივობებს, რომელიც შედგება სემინარების ციკლისაგან. მაისიდან ნოემბრის თვემდემრავალფეროვნების სკოლის მონაწილეები სქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ესწრებიან ინტენსიურ სემინარებსა და ტრეინინგებს მრავალფეროვნების თემებზე და სწავლობენ მოხალისეობრივი პროექტის მენეჯმენტს. სემინარებს შორის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და წვლილი შეიტანონ საქართველოს რეგიონების განვითარებაში თავიანთი ინიციატივებითა და პროექტებით, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში გეგმავენ და ახორციელებენ.

კავშირი

პროგრამის ერთწლიანი ციკლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები ხდებიან კურსდამთავრებულები და მათ ეხსნებათ განვითარების სხვა შესაძლებლობები. ისინი ერთვებიან კურსდამთავრებულებისათვის განკუთვნილ აქტივობებში. ასევე, აქტიურ კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა, განაგრძონ სწავლის და სწავლების პროცესი პროგრამის ფარგლებში, ამჯერად როგორც მენტორებმა. მენტორის როლში ისინი უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას მონაწილეებს და ეხმარებიან მათ რჩევებით მთელი სასწავლო პროცესის მანძილზე. ასევე, მრავალფეროვნების სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გახდნენ Theodor-Heuss-Kolleg-ის ტრენერები.

Copyright 2018 © Gega Gagua. All rights reserved