მრავალფეროვნების სახლი

მრავალფეროვნების სახლი

ირის ჯგუფი მრავალფეროვნების სახლის ძიებაშია! 

ჩვენ გვსურს სამყარო, რომელიც დაფუძნებულია პლურალიზმისა და სოციალური
სამართლიანობის პრინციპებზე. ვისწრაფვით გარემოსკენ, სადაც თითოეულ ინდივიდს
შეუძლია თავისუფლად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი.

სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროექტის “მრავალფეროვნების რეზიდენციის” განვითარებაზე.
მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი „მრავალფეროვნების რეზიდენცია“ საზოგადოებას შესთავაზებს არაფორმალურ საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებით სივრცეს, სადაც
რეგიონის თემის წარმომადგენლები დასაქმებულები იქნებიან სოციალურ საწარმოში,
ჩართულები იქნებიან ჩვენს საგანმანათლებლო პროექტებში, მიიღებენ პროფესიულ და
პერსონალურ უნარებს და მოახდენენ მათ რეალიზებას.
ჩვენ გვჯერა, რომ მრავალფეროვნების რეზიდენცია შექმნის კერას დამოუკიდებელი
ინიციატივებისა და სამოქალაქო ცვლილებებისთვის.

ამ მომენტისათვის პროექტი განვითარების ეტაპზეა. იდეა კარგად ჩამოყალიბებულია და კონცეფციაც დამუშავებული. ახლა, კი ვეძებთ ადგილს – სახლს, რომელიც შეძლებს გახდეს ამ დიდი ცვლილებებისა და განვითარების კერა!

გეგულებათ ასეთი ადგილი? მაშ, მოგვმართეთ!

 

 

 

Copyright 2018 © Gega Gagua. All rights reserved