ევროპის მოხალისეობის სერვისი (EVS)

ევროპის მოხალისეობის სერვისი (EVS)

ირის ჯგუფი 2016 წლიდან არის ევროპის მოხალისეობის სერვისის მასპინძელი, ადმინისტრატორი და გამგზავნი ორგანიზაცია. აკრედიტების პირველივე წელს ორგანიზაციამ უკვე გაგზავნა  მოხალისე ლანა უგრეხელიძე ფინეთში 6-თვიანი პროგრამით. ლანა ეროპის პროგრამაში ჩართვამდე ირის ჯგუფშიც მოხალისეობდა და ბევრ წარმატებულ პროექტში იყო ჩართული.

ორგანიზაცია გეგმავს ახლო მომავალში მოხალისის მასპინძლობასაც ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას შეუძლია მოგვმართოს, როგორც გამგზავნ ორგანიზაციას და გახდეს მოხალისე ევროპის სხვა ქვეყნებში სხვადასხვა საინერესო პროგრამით.

Copyright 2018 © Gega Gagua. All rights reserved