დღესდღეობით ირის ჯგუფს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ( მრავალფეროვნების სკოლა, GettingInvolved!, Joint Civic Education, Social Leader Forum და სხვ.) საქართველოში 300-მდე კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთაგან 39 მათგანი უკვე არის კვალიფიცირებული მენტორი, 18 მათგანი კვალიფიცირებული ტრენერი, 5 მათგანი ევალუატორი და 16 ელჩი ჩვენივე პროგრამების ფარგლებში. როგორც კურსდამთავრებულები, ისე ტრენერები, ელჩები, ევალუატორები და მენტორები აქტიურად არიან ჩართულები ირის ჯგუფის პროგრამების განვითარებაში, სტრატეგიულ დაგეგმვასა და განხორციელებული პროგრამების გავლენის შეფასებაში.

ირის ჯგუფის კურსდამთავრებულები ჩვენი პროგრამების გარეთაც აგრძელებენ სოციალურ პროექტებზე მუშაობას, აქტიურად არიან ჩართული თავიანთი რეგიონების განვითარებაში და ხდებიან ცოდნისა და გამოცდილების მულტიპლიკატორები. ბევრმა მათგანმა დაიწყო სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობა და ამ სტრუქტურებშიც მოახდინეს პროგრამებში მიღებული გამოცდილების გაზიარება.

ჩვენი ძალიან ვაფასებთ ჩვენი კურსდამთავრებულების ქსელს, ვინაიდან ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ჩვენს სოციალურ მიზნებსა და იდეებს ხდიან მდგრადს!

ქსელში კონკრეტული ადამიანის მოსაძიებლად გთხოვთ, გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ფილტრები (პროგრამა, წელი, რეგიონი…) ან მიუთითეთ სახელი და გვარი. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ჯერ კურსდამთავრებულების ბაზა ჯერ ბოლომდე არ არის შევსებული და დასრულების პროცესშია.

Copyright 2018 © Gega Gagua. All rights reserved