ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოში_UNICEF

კვლევა ეძღვნება საქართველოში ახალგაზრდების მდგომარეობისა და საჭიროებების ანალიზსს და ორიენტირებულია შემდეგ თემატურ საკითხებზე: ახალგაზრდობის ჩართულობა სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ აქტივობებში; ახალგაზრდობის სწავლების, დასაქმების და მობილურობის ხელშეწყობა; ჯანდაცვა; სპეციალური მხარდაჭერა და დაცვა... კვლევის შედეგად გამოვლენილი მონაცემები ინფორმატიული იქნება ახალგაზრდების ეროვნული სამოქმედო გეგმის განვითარების თვალსაზრისით. ამ გეგმის შემუშავება წარმოადგენს ფუნდამენტური მნიშვნელობის ინიციატივას და საქართველოში ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხებისადმი კომპლექსური და ყოვლისმომცველი მიდგომის მაგალითს.

ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოში_ECMI

კვლევის მიზანია იმ ბარიერების იდენ­ტიფიცირება, რომლებიც ხელს უშლის ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელ ქალებსა და გო­გონებს, სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, და პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების წარმოდგენა აღნიშნული ბარიერების დასაძლევად. კვლევის შედეგად გამოვლენილ ძირითად და­ბრკოლებებს განეკუთვნება ქართული ენის უცო­დინრობა, გოგონებს შორის საშუალო სკოლის დატოვების სიხშირე (ადრეული ქორწინების გამო), სკოლამდელ დაწესებულებათა ნაკლებობა, რაც ქალებს ხელს უშლის შემოსავლიანი სამსახურის პოვნაში, და ქალთა შეზღუდული წარმომადგენლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი_TDI

წინამდებარე კვლევის ფარგლებში, გამოვლინდა ტოლერანტობისა და უცხოს მიმღებლობის რამდენიმე ფორმა, რომელთა უმრავლესობა არასწორი ან არასაკმარისი ინფორმაციისა და შესაბამისი განათლების წყაროების არარსებობის/უქონლობისგან გამომდინარეობს. რელიგიური იდენტობა დომინირებს სხვა სახის იდენტობებზე, რაც, სავარაუდოდ, აიხსნება საბჭოთა კავშირში რეპრესირებული რელიგიური გამოხატვითა და მოგვიანებით საქართველოს საპატრიარქოს სოციალური როლისა და ძალაუფლების ზრდით. უმცირესობათა და უცხო ჯგუფთა მიმღებლობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება, რაც გამოიხატება ადამიანის უფლებების, მოდერნულობის დისკურსსა და ქართული ტრადიციული შეხედულებების დიქოტომიაში.

Copyright 2018 © Gega Gagua. All rights reserved