ირის ჯგუფი ცდილობს მრავალფეროვნებისა და უმცირეობების საკითხებზე, სამოქალაქო აქტივიზმსა და სამოქალაქო განათლებაზე, საზოგადოებრივ ჩართულობასა და თემის განვითარებაზე, პროექტების მართვისა და სასემინარო მეთოდებზე თუ სხვა მნიშვნელოვან თემებზე მიღებული 10 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება პუბლიკაციებში გადმოიტანოს და განავითაროს სახელმძღვანელოები, რომელიც ამ ცოდნას კიდევ უფრო მეტი ადამიანისათვის გახდის ხელმისაწვდოდმს.

აქ შეგიძლიათ იხილოთ, ჩვენს მიერ ქართულად შექმნილი და ნათარგმნი თუ სხვა ჩვენი პარტნიორების მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები და მანუალები.

1.მენტორების სახელმძღვანელო (მენტორებისა და მენტიებისთვის)

მენ­ტო­რო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­შია თავ­მოყ­რი­ლი, გან­კუთ­ვ­ნი­ლია  პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბის­თ­ვის, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი­სათ­ვის, მენ­ტო­რე­ბი­სათ­ვის,  მენ­ტი­ე­ბი­სათვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ტრე­ნე­რებს შე­უძ­ლი­ათ, მო­ამ­ზა­დონ სა­ბა­ზი­სო ტრე­ნინ­გი მენ­ტო­რე­ბი­სათ­ვის. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მუ­ლია ყველა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი, რო­მე­ლიც უნ­და იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ ტი­პის ტრე­ნინ­გ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შე­უძ­ლი­ათ, გა­მო­ი­ყე­ნონ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებ­მა სხვა­დას­ხ­ვა სახის სე­მი­ნა­რებ­ზე მენ­ტო­რო­ბის შე­სა­ხებ სე­სი­ე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ვი­ნა­ი­დან მნიშ­ვ­ნელოვა­ნი­ა, რომ პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და მო­მა­ვალ­მა მენ­ტი­ებ­მა მი­ი­ღონ ძი­რი­თა­დი ინ­ფორ­მა­ცია მენ­ტო­რო­ბის შე­სა­ხებ.

ღვინის ტურიზმის პოტენციალი ბოლნისში

ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვამ 2018 წელს განახორციელა კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკვლია ბოლნისში მემარნეობის მდგომაროება, მემარნეთა საჭიროებები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები. კვლევა განხორციელდა პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან და ასოციაცია „ათინათთან“ თანამშრომლობით.

მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები საქართველოს რეგიონებში

წი­ნამ­დე­ბა­რე­ პუბ­ლი­კა­ცია­ აერ­თი­ა­ნებს ­რე­გი­ო­ნუ­ლი ­არასამ­თავ­რო­ბო­ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­ წარ­მო­მა­გენლების­ ავტო­რო­ბით­ შექ­მ­ნილ­ 30­ კვლე­ვას,­ რო­მე­ლიც­ სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში ­მო­მუ­შა­ვე ­მცი­რე ­და ­სა­შუ­ა­ლო ბიზნესის ­წარ­მომად­გე­ნელ­თა ­სა­ჭი­რო­ე­ბებს,­ გა­მოწ­ვე­ვებს ­და ­გან­ვი­თა­რების ­პერ­ს­პექ­ტი­ვებს ­ეხე­ბა. გა­მო­ცე­მა­ შე­იქ­მ­ნა ­ევ­რო­კავ­ში­რის ­პრო­ექ­ტის ­„სა­მო­ქა­ლაქო­ სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ ­– ­მცი­რე ­და ­სა­შუ­ა­ლო­ ბიზ­ნესის და­ ევრო­კავ­შირ­თან ­თა­ვი­სუ­ფა­ლი ­ვაჭ­რო­ბის ­მხარ­და­სა­ჭე­რად“­ ფარ­გ­ლებ­ში, ­რო­მელ­საც ­ახორ­ცი­ე­ლებენ ­კონრად ­ადე­ნაუ­ე­რის ­ფონ­დი ­და ­მი­სი ­პარ­ტ­ნი­ო­რი ­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი: ­ეკო­ნო­მი­კუ­რი ­პო­ლი­ტი­კის­ კვლე­ვის ცენტრი­ (EPRC) ­და ­ასოცი­ა­ცია ­„ათი­ნა­თი“;­