მარგალიტა ჯაფარიძე

მარგალიტა ჯაფარიძე

აღმასრულებელი დირექტორი

2016 წლიდან არის ირის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით. აგრეთვე, სწავლობდა რადიო თავისუფლების ერთწლიან მედიასკოლაში მულტიმედია ჟურნალისტიკას. ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მუშაობდა რეპორტიორად სხვადასხვა მედიასაშუალებებში. 2012 წელის განმავლობაში იყო პროგრამების ასისტენტი არასამთავრობო ორგანიზაციაში პოლონეთში, ხოლო 2014 წლიდან არის ირის ჯგუფის პროგრამების მენეჯერი. 2015 წელს სტაჟირება გაიარა უმცირესობათა ევროპულ ცენტრში, გერმანიაში. ინტერესის სფერო: სამოქალაქო განათლება, ინტერკულტურული ურთიერთობები, მრავალფეროვნების მართვა, მედია.

თამარ ძაგანია ბარამიძე

თამარ ძაგანია ბარამიძე

პროგრამების მენეჯერი

თამარ ძაგანია ბარამიძე პროგრამების მენეჯერი ​​2014 წლიდან მუშაობს ირის ჯგუფში პროგრამების მენეჯერად. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, სპეციალობით ხელოვნებათმცოდნეობა. სწავლობდა თანამედროვე ხელოვნებას პოლონეთის ქალაქ ვროცლავში. მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორიო ორგნიზაციებში და არტ-გალერეებში. არის საერთაშორისო პროგრამა Theodor Heuss Kolleg-ის ტრენერი 2011 წლიდან. ირის ჯგუფში მუშაობა 2010 წელს დაიწყო. ინტერესების სფერო: მრავალფეროვნების მართვა, ფსიქოლოგია, ურბანული გარემო, თანამედროვე ხელოვნება

გვანცა აქიაშვილი

გვანცა აქიაშვილი

პროგრამების მენეჯერი

მუშაობს ირის ჯგუფში პროგრამების მენეჯერად 2016 წლიდან. მაგისტრის ხარისხი მულტიმედია ჟურნალისტიკასა და მედია მენეჯმენტში საქართველოს საზოგადოებრივ საქმედა ინსტიტუტში (GIPA) მოიპოვა. აგრეთვე, 2012 წელს დაასრულა თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით. წარსულში თანამშრომლობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც ტრენერი, კოორდინატორი და ჩართული იყო სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტის განხორციელებაში. რამდენიმე კომპანიაში მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიცია ეკავა. ამჟამად პარალელურად მუშაობს საკუთარი ტურისტული სააგენტოს განვითარებაზე. ინტერესები: სამოქალაქო განათლება, მოგზაურობა, სიმღერა და გიტარა, ფოტოგრაფია

თამთა შეყილაძე

თამთა შეყილაძე

ასისტენტ კოორდინატორი

2017 წლის ოქტომბრიდან მუშაობს ირის ჯგუფში ასისტენტ კოორდინატორად და მისი ძირითადი მოვალეობები მოიცავს კურსდამთავრებულებთან მუშაობას და ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობებს. 2013-2017 წლებში სწავლობდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს და მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის 2016 წლის მრავალფეროვნების სკოლის კურსდამთავრებული და პროგრამის მენტორიც.

ნათია გოლეთიანი

ნათია გოლეთიანი

მოხალისე პროექტების ასისტენტი ​

არის „ირის ჯგუფის“ პროექტების ასისტენტი 2017 წლიდან. 2015 წელს გახდა „მრავალფეროვნების სკოლის კურსდამთავრებული“, 2016 წელს კი ამავე პროგრამის მენტორი. სწავლობს თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პრანგული ფილოლოგიის მიმართულებით. ამჟამად, გარდა მოხალისეობრივი საქმიანობისა, მუშაობს “Schuchmann Wines Georgia-ში“ , ღვინის სპის მენეჯერად. აქვს ასევე რესტორნის სერვერად და სომელიედ მუშაობის გამოცდილება. ინტერესის სფერო: უცხო ენებისა და კულტურის შესწავლა, მრავალფეროვნება, ფსიქოლოგია, ცურვა.

ირინე ოდიშარია

ირინე ოდიშარია

ფინანსური მენეჯერი

არის ირის ჯგუფის დამფუძნებელი და ფინანსური მენეჯერი 2010 წლიდან. მუშაობდა ირის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორად 2010 - 2015 წლებში. სწავლობდა ეკონომიკასა და სამართალს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვან ფაკულტეტზე, დაამთავრა ლუნებურგის ინსტიტუტი გერმანიაში. 2002 წლიდან არის ტრენერი სამოქალაქო განათლებასა და საპროექტო მენეჯმენტში.

Copyright 2018 © Gega Gagua. All rights reserved