მიღებული გრანტები

CSRDG-ის გრანტი – 20 000₾

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2018 წელს  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებისათვის“  ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა „მრავალფეროვნების რეზიდენციამ“. მიღებული თანხა მოხმარდა სარემონტო სამუშაოების მცირე ნაწილის დაწყებასა და რეზიდენციისთვის საჭირო ტექნიკის შეძენას.

ონლაინ კამპანია – 3 000$

2018 წელს ჩვენმა გუნდმა დაიწყო ე.წ. ქრაუდფანდინგის ონლაინ კამპანია. ჩვენი მეგობრების, პარტნიორებისა და უბრალოდ კეთილი ადამიანების დახმარებით შევძელოთ 3000 დოლარის მოგროვება, რამაც საშუალება მოგვცა დაგვესრულებინა სააბაზანოს რემონტის მეორე ეტაპი.

Mitost-ის გრანტი – 6 000 €

მიმდინარე წელს ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ, Mitost-მა გამოგვიყო დაფინანსება 6 000 ევროს ოდენობით. აღნიშნული თანხმა მოხმარდება მეორე სართულის ორი საძინებლისა და საკონფერენციო ოთახის გარემონტებას.

რა მდგომარეობაა ახლა მრავალფეროვნების რეზიდენციაში?

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე სართულის 3 ძირითადი ოთახის რემონტი. გაზაფხულისთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით ვუმასპინძლოთ გარკვეული ტიპის ღონისძიებებს.

მიუხედავად ამისა, აქამდე მოზიდული რესურსები სახლის სრული პოტენციალის გამოყენებისთვის საკმარისი არ არის. სახლი არის ორ სართულიანი და მთლიანი ფართობი 300 კვ. მეტრია. ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით ამ ფართის მხოლოდ 30%-ს ვარემონტებთ.

ამ ეტაპზე რესურსების მოძიება მიმდინარეობს შემდეგი აქტივობებისთვის:

  • საწოლების შეძენა – გამომდინარე იქიდან, რომ რეზიდენცია გათვლილი იქნება რამდენიმე დღიან ღონისძიებებზე, საჭიროა საძინებლების ისე მოწყობა, რომ  20-25-მა ადამიანმა შეძლოს კომფორტულად ღამის გათევა. ამისათვის კი ვგეგმავთ ორ სართულიანი საწოლების შეძენას.

 

  • ცენტრალური გათბობის სისტემა – ჩვენთან ზამთარი საკმაოდ ლამაზი, მაგრამ ხშირად ძალიან ცივი და დაუნდობელია. სწორედ ამიტომ, რეზიდენციის უწყვეტი მუშაობისთვის საჭიროა ცენტრალური გათბობის სისტემის გაკეთება.

 

  • პირველი სართულის რემონტი – ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით მიმდინარეობს მეორე სართულის რემონტი, სადაც იქნება საკონფერენციო სივრცე, საძინებლები და სველი წერტილები. პირველ სართულს კი ძირითადად სამზარეულოსა და ტრადიციული, მარნის ტიპის სასადილოს ფუნქცია ექნება. ამჟამად გვჭირდება პირველი სართულის გასარემონტებლად საჭირო რესურსები.

ეს არის ის ძირითადი აქტივობები, რის განხორციელებაშიც შეგიძლია შეიტანო წვლილი. ეს შეიძლება იყოს ფინანსური, მატერიალური ან ადამიანური რესურსით დახმარება.

 

საბანკო რეკვიზიტები

კლიენტის დასახელება: ააიპ “ირის ჯგუფი-მრავალფეროვნების მართვა”
ანგარიშის ნომერი: GE26PC0183600100027331 GEL
ბანკის დასახელება: პროკრედიტ ბანკი, საქართველო
ბანკის კოდი: MIBGGE22

 

 

0