ირის ჯგუფი ეძებს მონაწილეებს საერთაშორის პროექტისთვის SAVE

ირის ჯგუფი ეძებს მონაწილეებს საერთაშორის პროექტისთვის SAVE

16/01/18 განცხადებები/ ირის ჯგუფის სიახლეები /

ბოლო ვადა: 23 იანვარი, 2018 
პროექტის თარიღები: 09-18 აპრილი, 2018 
ადგილი: სულმონა (იტალია) 


ირის ჯგუფი ეძებს მონაწილეებს პროექტისათვის SAVE – Safe youth Against Gender based Violence.

პროექტის მოკლე აღწერა:
ტრენინგ კურსი “დაიცავი ახალგაზრდობა გენდერული ძალადობისგან” Safe youth Against Gender based Violence” (SAVE) ცხრა დღიანი კურსია და ძირითადად, მიზნად ისახავს მონაწილეებს გადასცეს ახალი საჭირო კომპეტენციები გენდერული ძალადობისა და ზოგადად, გენდერის თემაზე, ასევე, პრაქტიკული უნარები რათა მათ შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება რეალობაში და გენდერულ ძალადობის აღმოფხვრა. კურსი გათვლილია 30-35 ადამიანზე 7 სხვადასხვა ქვეყნიდან. მონაწილეები დაეუფლებიან და შექმნიან ახალ გრაფიკულ და ვიდეო ინსტრუმენტებს და ისწავლიან თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ონლაინ სივრცე გენდერული სტერეოტიპების, სექსიზმის, ძალადობისა და ინტერნეტ სიძულვილის ენის წინააღმდეგ საბრძოლველად.

კანდიდატები უნდა იყვნენ:

  • 18 – 30 წლის ახალგაზრდები;
  • ახალგაზრდა მუშაკები, ტრენერები, ორგანიზატორები და ქოუჩები;
  • თემით დაინტერესებული ადამიანები;
  • სწავლის სურვილის მქონე ახალგაზრდები;
  • ინგლისურის სამუშაო ენად გამოყენების შესაძლებლობით;
  • ტრენინგ კურსზე სრულად დასწრების სურვილითა და შესაძლებლობით;

პროგრამის შესახებ სრული ინფორმაციისათვის და განაცხადების გაგზავნის შესახებ ინფორმაციისათვის, გაეცანით განცხადების ინგლისურ ვერსიას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23.01.2018
გელით! 

 



Copyright 2018 © Gega Gagua. All rights reserved