გერმანული პარტიზანული მებაღეობა

გერმანული პარტიზანული მებაღეობა

29/12/17 კურსდამთავრებულის ბლოგი /

გვანცა ნემსაძე
გამოქვეყნდა www.cp.ge/ 

გერმანიაში, კერძოდ ბერლინში ურბანული მებაღეობის გამორჩეული ტრადიცია არსებობს, რომელიც ქალაქში მებაღეთა ქსელს ქმნის, ქსელის თითოეული წარმომადგენელი კი ინდივიდუალურად ზრუნავს, თავის მიერ დარგულ მცენარეზე. პარტიზანი მებაღეების მიერ გაშენებული ბაღი, ბერლინში Tempelhof-ის იმ ყოფილი აეროპორტის მიმდებარედ, რამდენიმე ჰექტარზეა განთავსებული, რომელიც 1923 წლიდან 2008 წლამდე ფუნქციონირებდა და მსოფლიო ომების დროსაც, სამხედრო მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა. პარტიზანებმა გადაწყვიტეს მდელო აეთვისებინათ და გაემწვანებინათ. „ჩვენ აგვეკრძალა მცენარეების მიწაში ჩარგვა, რადგან გვითხრეს, რომ თვითმფრინავების საწვავისგან მიწა მოწამლულია“, – ამბობს „მებაღეთა კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გედრა მიუნიჰი, რომელიც უკვე 20 წელია ამ საქმიანობას ეწევა.

Allmende Kontor – ეს არის სამოქალაქო ქსელი/კლუბი ურბანული გამწვანების მხარდასაჭერად. მებაღეობით დაინტერესე

 

ბულმა პირებმა, პარტიზანმა მებაღეებმა ერთგვარი გამწვანების კლუბი და ქსელი შექმნეს, მთელი ქალაქის მასშტაბით. აკრძალვის მიზეზით, Tempelhof-ის აეროპორტის მიმდებარედ, მებაღეებმა კრეატივი არ დაიშურეს და დღეს გაშენებულ ბაღში შეიძლება წააწყდეთ ყველანაირი სახის ნივთს, რაც შეიძლება მცენარის ჩარგვისთვის გამოდგეს. ფეხსაცმელები, შარვალები, სათამაშოები, სხვადასხვა ფორმის და ზომის ქოთნები, ყუთები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.  გაზაფხულზე ყვავილობის დროს კი მდელო სარეკრეაციო ადგილად იქცევა ხოლმე. გედრა მიუნიჰის თქმით, ყველა დაინტერესებულს შეუძლია მათ კლუბში გაწევრიანება, ბაღებში მცენარეების დარგვა და შემდეგ მათი მოვლა.
მათი ასოციაცია ურბანული მებაღეობისათვის, ძალიან დიდ სივრცეს წარმოადგენს  ქალაქში. ბერლინის მასშტაბით მსგავსი შინაარსის 99 ბაღია და სულ 500-მდე მებაღე პატრონობს გაშენებულ მცენარეებს.
პარტიზანი მებაღეების რიცხვი საქართველოშიც იზრდება. ქართველი პარტიზანების გუნდი მოხალისე მებაღეებისაგან შედგება. ორგანიზაციაში „პარტიზანული მებაღეობა თბილისში“ გაწევრიანება  – ქალაქის გამწვანებისათვის ან თუნდაც უკვე გამწვანებული ტერიტორიების დაცვისათვის  – ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მათ “ფეისბუქ” გვერდზე.

 



Copyright 2018 © Gega Gagua. All rights reserved