მრავალფეროვნების რეზიდენციის სიახლეები

მრავალფეროვნების რეზიდენციის სიახლეები

26/04/20 განცხადებები/ ირის ჯგუფის სიახლეები /

მრავალფეროვნების რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა 2019 წლის დეკემბრიდან. ამ პროცესის პირველი ეტაპი უკვე წარმატებით დასრულდა და ამ დროისთვის პროგრესი ასე გამოიყურება:

ელექტროობის სისტემა სრულად შეცვლილია.
 შევცვლეთ მთავარი შესასვლელი კარი (ხის კარი ჩავანაცვლეთ რკინის კარით).
სააბაზანოს რემონტი და კეთილმოწყობა დასრულებულია.
საკონფერენციო ოთახისა და ორი საძინებლის რემონტის პირველი ეტაპი დასრულებულია. ახლა კი ველოდებით თბილი ამინდის მოსვლას და კორონას წასვლას იმისათვის, რომ სამუშაოების მეორე ეტაპზე გადავიდეთ. 

 

რემონტის მეორე ეტაპის გეგმები კი ასეთია:

👉 მიმდინარე კოსმეტიკური რემონტის დასრულება
👉 ცხელი წყლის სისტემის მონტაჟი
👉 ორ სართულიანი საწოლების შეძენა და საძინებლების მოწყობა

გარდა სარემონტო სამუშაოებისა, აქტიურად მიმდინარეობს რეზიდენციის ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბება  და ძალიან მალე საინტერესო სიახლეებითაც დაგიბრუნდებით!