ვაკანსია - ირის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი

ვაკანსია - ირის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი

21/01/20 განცხადებები/ ვაკანსიები /

ვაკანსია

ირის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი
დედლაინი: 10 თებერვალი, 2020

ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა აცხადებს ვაკანსიას ირის ჯგუფის აღმასრულებელი
დირექტორის თანამდებობაზე.

სამუშაო განაკვეთი: 100%
დარიცხული ანაზღაურება: 600 ევროს ექვივალენტი ლარში
სამუშაოს დაწყების თარიღი: არაუგვიანეს 1 აპრილი, 2020

 

ორგანიზაციის შესახებ

ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა ზრუნავს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების განვითარებაზე. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს მრავალფეროვნების საკითხებზე და ცდილობს, ხელი შეუწოს უმცირესობების გააქტიურებას საზოგადოებაში.   ირის ჯგუფი თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, მათი პოტენციალის წარმოჩენას და რეალიზებას მრავალფეროვნების საკითხების გამოყენებით.

სწორედ ამისთვის, ორგანიზაცია ახორციელებს ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე, ხელს უწყობს თავისი პროგრამების კურსდამთავრებულებს პიროვნულ და პროფესიულ წინსვლაში. პარალელურად, ბოლო ორი წელია, ირის ჯგუფი მუშაობს სოფელ ზემო მაღაროში სოციალური საწარმოს “მრავალფეროვნების რეზიდენციის” განვითარებასა და მშენებლობაზე. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ ირის ჯგუფის ვებსაიტს www.irisgroup.org.ge.  ასევე, გაეცანით ირის ჯგუფისა და მრავალფეროვნების რეზიდენციის გვერდებს სოციალურ ქსელებში.

 

ღმასრულებელი დირექტორი

ირის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში დირექტორი) ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოსთან (შემდგომში საბჭოსთან) შეთანხებით ხელმძღვანელობს სტრატეგიულ მიმართულებებს, ადგენს და ხელმძღვანელობს ირის ჯგუფის გუნდს, მეთვალყურეობს ორგანიზაციის ყველა პროგრამას, განკარგავს ფინანსებს და ანგარიშვალდებულია დონორებთან, პარტნიორებთან და სხვა უწყებებთან კანონითა და წინასწარგანსაზღვრული ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში. დირექტორი ანგარიშვალდებულია ირის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოსთან, რომელიც სამი წევრისაგან შედგება. აღმასრულებელი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო ხელმძღვანელობს ირის ჯგუფის წესდებით.  ირის ჯგუფის დირექტორი ინიშნება პოზიციაზე სამწლიანი ვადით.

2021 წლიდან დირექტორის ხელფასი და პროგრამების რაოდენობა დამოკიდებულია 2020 წელს შესრულებულ სამუშაოზე. დირექტორი პასუხისმგებლობას იღებს მომავალი წლის პროექტების დაფინანსებაზე, რაც განაპირობებს ორგანიზაციის გუნდის, მათ შორის დირექტორის ხელფასსა და სამუშაო პირობებს ორგანიზაციის საბჭოსთან შეთანხმებით.

 

ოგადი პასუხისმგებლობები

I. რგანიზაციის მართვა: დირექტორი უშაობს ორგანიზაციის საბჭოსთან ერთად და მისი მხარდაჭერით ორგანიზაციის მისიისა და მიზნების მისაღწევად, კერძოდ, დირექტორი

– მართავს ირის ჯგუფის გუნდს ორგანიზაციის მისიისა და მიზნების შესაბამისად, როგორც ამას წესდება და საბჭო განსაზღვრავს

– პასუხისმგებელია მიაწოდოს საბჭოს დროული და ამომწურავი ინფორმაცია, რაც საჭიროა საბჭოს ფუნქციონირებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად

II. ინანსური ანგარიშგება და მდგრადობა: დირექტორი განკარგავს და განავითარებს ფინანსურ რესურსებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციის ფუნქციონირების, სიცოცხლისუნარიანობისა და ფინანსური ზრდის შესანარჩუნებლად

– პასუხს აგებს ფონდების მოძიებაზე, შემოსავლის სხვადასხვა წყაროების უზრუნველყოფასა და დივერსიფიცირებაზე

– ზედამხედველობს ორგანიზაციის სოციალური საწარმოს პროდუქტების გაყიდვებს, ისე როგორც პროექტების განხორციელებას სოციალურ საწარმოს ტერიტორიაზე

– პასუხისმგებელია წლიური ფინანსური გეგმებისა და ანგარიშების მომზადებაზე ორგანიზაციის საბჭოსთვის. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, იგი აწვდის საბჭოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ნებისმიერ დროს

– პასუხისმგებელია ფისკალურ მენეჯმენტზე, რაც გულისმობს წინასწარ დამტკიცებული ბიუჯეტით ხელმძღვანელობას, უზრუნველოყოფს რესურსების მაქსიმალურ ათვისებას ორგანიზაციისთვის ყოველთვის დადებითი ფინანსური ბალანსისა და ორგანიზაციის ზოგადი პოზიტიური ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებით

– პასუხისმგებელია ორგანიზაციის “პირადი რესურსებისა” და “პირადი ქონების” ხელშეუხებლობაზე

III. რგანიზაციის მისია და სტრატეგია: დირექტორი მუშაობს ორგანიზაციის გუნდთან და საბჭოსთან ერთად და თვალყურს ადევნებს ორგანიზაციის მიღწეულ მიზნებს, რომელსაც აფასებს პროგრამებით, სტრატეგიული გეგმითა და თემთან ურთიერთობით

– პასუხისმგებელია ირის ჯგუფის დასახული მიზნების შესაბამისად პროგრამების განხორციელებაზე

– პასუხისმგებელია სტრატეგიულ დაგეგმვაზე, რაც ორგანიზაციას ეხმარება დასახულ მიზნების მიღწევაში

– პასუხისმგებელია ორგანიზაციის ხილვადობის ზრდაზე თავისი აქტიური მუშაობითა და ურთიერთობით სხვა საზოგადოებრივ, პროფესიულ, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კურსამთავრებულების ქსელთან

IV. რგანიზაციის ოპერაციები: ზედამხედველობს და განკარგავს ორგანიზაციის რესურსებს და სათანადოდ ასრულებს ორგანიზაციის ოპერაციებს

– თანამდებობაზე ნიშნავს კვალიფიციურ, კომპეტენტურ თანმშრომლებს

– პასუხისმგებელია ოპერაციების ეფექტურ ადმინისტრირებაზე

– ამზადებს და ხელს აწერს ოფიციალურ დოკუმენტებსა და შეთანხმებებებს ორგანიზაციის სახელით

 

შუალო სამუშაო მოვალეობები

– ანგარიშგება ორგანიზაციის საბჭოსთან და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა ორგანიზაციის პოლიტიკური, სტრატეგიული და ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. აგრეთვე, საბჭოს მაქსიმალური ჩართულობის გაზრდა პარტნიორებისა და ფონდების მოძიებაში. პასუხისმგებელია წლიური ფინანსური გეგმებისა და ანგარიშების მომზადებაზე ორგანიზაციის საბჭოსთვის წლის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საბჭოსთვის ნებისმიერ დროს;

– ორგანიზაციის გუნდის მართვა, თანამშრომლობითი და ეფექტური სამუშაო გარემოს უზრუნველოყოფა ორგანიზაციის გუნდისთვის (როგორც პროექტების მენეჯერების, ისე ფინანსური მენეჯერებისა და დროებითი კონტრაქტორებისათვის);

– სტრატეგიული დაგეგმვა და განხორციელება;

– წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა და გეგმის შესაბამისად მისი განხორციელება;

– ორგანიზაციის წარმომადგენლობითობა (მთავარი მოსაუბრე) მედიასთან, საზოგადოებასთან, თემთან და კურსდამთავრებულებთან

– პარტნიორ და ახალ ორგანიზაციებთან სტრატეგიული ურთიერთობების შენარჩუნება, გაღრმავება და დამყარება ირის ჯგუფის მისიისა და მიზნების უკეთ მისაღწევად

– ფონდების მოძიება, ორგანიზაციის სერვისების განვითარება და შემოსავლის სხვა ალტერნატიული წყაროების ძიება

– ორგანიზაციის მარკეტინგსა და კომუნიკაციის სტრატეგიის ზედამხედველობა

– ორგანიზაციის საბჭოსა და მის შეხვედრების ზედამხედველობა

– სამუშაო და ადმინისტრაციული პოლიტიკისა და პროცედურების შექმნა და დამკვიდრება ორგანიზაციისა და მისი სოციალური საწარმოს ყოველდღიური ეფექტური ფუნქციონირებისათვის. მათ შორის, ორგანიზაციის გუნდის შეხვერებისა და მის ეფექტურობის უზრუნველყოფა ყოველდღიური სამუშაო კულტურის დამკვიდრებით

– ირის ჯგუფის კურსდამთავრებულების, მათ შორის Მენტორების, ტრენერების და სხვა უშუალო მხარეების ქსელის შენარჩუნება, გაააქტიურება და ჩართვა

– სერვის კონტრაქტების გადახედვა და დადასტურება

– სხვა შეთანხმებებისა და დოკუმენტების მომზადება იურისტთან და ფინანსურ მენეჯერთან შეთანხმებით, საჭიროებისა და კომპეტენციისამებრ

– ორგანიზაციის თვიური, კვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება დონორების საჭიროებებისა და რეგულაციების შესაბამისად

– ორგანიზაციის თვიური, კვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება საბჭოს მოთხოვნების შესაბამისად

– დოკუმენტების მუდმივ მზაობისა და წესრიგის უზრუნველყოფა ფინანსური აუდიტისთვის

– ფინანსური და იურიდიული საკითხების გადახედვა და შეთანხმება ირის ჯგუფის ფინანსურ მენეჯერთან და იურისტთან

– სხვა პასუხისმგებლობების შესრულება, რომელიც საბჭოს მიერ იქნება მოთხოვნილი ორგანიზაციის წესდების, საბჭოსა და დირექტორის კომპეტენციების ფარგლებში

 

როფესიული კვალიფიკაცია და უნარები

– მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, იურიდიულის ან მონათესავე სპეციალობების მიმართულებით

– მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროექტების მენეჯმენტის კუთხით

– ინტერესი და დადებითი განწყობა ირის ჯგუფის საქმიანობის მიმართ

– მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან/და სოციალური ბიზნესის მენეჯმენტის კუთხით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

– ქართული ენის ფლობა მშობლიურ ან მასთან გათანაბრებულ დონეზე

– უნარები, სწრაფად და ეფექტურად გადმოსცეს ორგანიზაციის მისია და მიზნები პარტნიორებთან, დონორებთან და თემთან ურთიერთობისას

– ძალიან კარგი წერითი და კომუნიკაციის უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე. გერმანული ან/და რუსული ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად. ასევე, იგულისხმება, ინგლისურ და ქართულ ენაზე საპროექტო განაცხადების, ფინანსური და ნარატიული ანგარიშების მომზადების ძალიან კარგი უნარები

– დადასტურებული წარმატებული სამუშაო გამოცდილება ფონდების მოძიებისა და პარტნიორებთან მუშაობის კუთხით

– დადასტურებული წარმატებული სამუშაო გამოცდილება შემოსავლების გაზრდის და ახალი შემოსავლის წყაროების მოძიების კუთხით

– წამყვან პოზიციაზე გუნდთან მუშაობის, გუნდის მართვის გამოცდილება, ხოლო საბჭოსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

– ძლიერი ორგანიზაციული უნარები, მათ შორის, დაგეგმვის, პროგრამების განვითარების, გუნდში მოვალებების განაწილებისა და მოვალეობების ფასილიტაციის კუთხით

– ფინანსური მენეჯმენტის ძალიან კარგი უნარები, მათ შორის ბიუჯეტის მომზადება, ანალიზი, გადაწყვეტილებების მიღება და ანგარიშგება

– საჯარო მეტყველების ძალიან კარგი უნარები

– ძლიერი სამუშაო ეთიკა, კოლეგიალობა

– მაღალი პასუხისმგებლობა და სენსიტიურობა პირადი ინფორმაციისა და მონაცემთა დაცვის შესახებ

– ძალიან კარგი სოციალური უნარები

– ირის ჯგუფის ღირებულებებთან, მისიასთან და მიზნებთან თანხვედრა

– ენერგიულობა და მაღალი პასუხისმეგობის გრძნობა

– ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

 

ანაცხადების მიღება

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გამოგვიგზავნეთ განაცხადი:

  1. CV დეტალური, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციისთვის რელევანტური ინფორმაციის მითითებით
  2. სამოტივაციო წერილი
  3. მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი, რომელიც შეაფასებს კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებს აღნიშული პოზიციისთვის

განაცხადები გაუგზავნეთ მარგალიტა ჯაფარიძეს ელ. ფოსტაზე: japaridze.margalita@gmail.com.

განაცხადები მიიღება 2020 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირიდით მარგალიტა ჯაფარიძეს ზემოაღნიშნულ ელ. ფოსტაზე.

აღმასრულებელი დირექტორის ვაკანსია_ირის ჯგუფი_2020