მრავალფეროვნების სკოლა 2019 შემაჯამებელი სემინარით დასრულდა 16 ნოემბერს. პროგრამა დაგვირგვინდა „მრავალფეროვნების ფესტივალით“, რომელიც ფოთში, 15 ნოემბერს გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვნების სკოლის 24 მონაწილის მიერ განხორციელებული 10 სოციალური პროექტი. იხილეთ სიუჟეტი ღონისძიებიდან.
მრავალფეროვნების სკოლა 2019 ივნისში დაიწყო. ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 6 თვის განმავლობაში სამ სემინარს დაესწრნენ. პირველ სემინარზე შეისწავლეს მრავალფეროვნების, აქტიური მოქალაქეობისა და დემოკრატიის საკითხები და შეიმუშავეს ინიციატივები თავიანთ თემში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მეორე სემინარზე ჩაუღრმავდნენ პროექტის წერის საკითხებს და იმუშავებს საპროექტო განაცხადების დახვეწაზე მენტორებთან და ფასილიტატირებთან ერთად.
სექტემბერი-ოქტომბრის თვეში მონაწილეებმა მცირე გრანტების საშუალებით განახორციელეს თავიანთი სოციალური ინიციატივები რეგიონებში და თბილისში. ხოლო ნოემბრის თვეში, ბოლო სემინარზე, შეაჯამეს განვლილი წელი და მიღწეული შედეგები.
წელს პროგრამის შექმნაში მონაწილეობას 24 მონაწილე, 10 მენტორი და 11 ფასილიტატორი იღებდნენ. შედეგად მივიღეთ ძალიან მრავალფეროვანი თემატიკის პროექტები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში თუ პატარა სოფელში განხორციელდა:
– გახდი მწვანე მეომარი – მარნეული – ვანი ასლიკიანი, დანიელ გელანტია, მარიკა ჩილაშვილი
– ფერადი დღე – ნიქოზი – ნათია გვარაძე, თათა კუხალაშვილი
– ტოლერანტი თაობა – კასპი – ჯაბა ქარსელაძე, გვანცა სეთურიძე, დავით გიგილაშვილი
– Eco-Cool-Tour – კასპი – რევაზ გორგაძე
– თანაბარი გარემო ყველას – ბათუმი – თათო მახარაძე, ნიკა გორგილაძე, მარიამ ზაქაშვილი
– ხელოვნება განვითარებისთვის – ქუთაისი – მარიამ დანგაძე, ვიკა ქოჩიაშვილი
– უსაფრთხოდ აშენე – თბილისი – ნონა ითაშვილი, ბაჰარ მუსტაფაევა, თათია ვახტანგაშვილი
– პირველადი სამედიცინო დახმარება – ანანური – დიანა თაქთაქიშვილი, გიორგი ქურთაული, ვასო წკრიალაშვილი
– მეცნიერი – ყაზბეგი – ალექსანდრე ლაცუზბაია, უტა ხარბედია
– #გაციფრულდი – წეროვანი, სოფ. ოძისი – ანა მორბედაძე, ლიკა შუღლიაშვილი
2019 წელს მრავალფეროვნების სკოლა შედგა Theodor-Heuss-Kolleg, MitOst e.V. და Federal Foreign Office (Germany)-ის მხარდაჭერითა და პარტნიორობით.