გიწვევთ მრავალფეროვნების სკოლაში

გიწვევთ მრავალფეროვნების სკოლაში

22/04/19 განცხადებები/ ირის ჯგუფის სიახლეები / მრავალფეროვნების სკოლა /

ბოლო ვადა: 10 მაისი, 2019
პროგრამის თარიღები: პირველი სემინარი – 14-20 ივნისი, 2019
მენეჯმენტის სემინარი – 12-17 აგვისტო, 2019
შემაჯამებელი სემინარი – 12-16 ნოემბერი, 2019


პროგრამის აღწერა

მრავალფეროვნების სკოლა არის საგანმანათლებლო, აქტიური მოქალაქეობის პროგრამა, რომელიც 2012 წელს შეიქმნა.

პროგრამას სურს, ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების გაძლიერებიოს პროცესს, მრავალფეროვანი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, არიან ცვლილებების ინიციატორები თავიანთ სოფლებსა და ქალაქებში.

მრავალფეროვნების სკოლა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქისათვის საჭირო კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას,  რეგიონების გამოცოცხლებას, ახალგაზრდების თანამშრომლობის გაზრდას სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერების გზით.

აქტივობები

აღნიშნულის მისაღწევად, მრავალფეროვნების სკოლა ახალგაზრდებს სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებს.

ივნისიდან ნოემბრის თვემდე, მრავალფეროვნების სკოლის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ესწრებიან ინტენისურ სემინარებსა და ტრენინგებს აქტიური მოქალაქეობის შესახებ. სწავლობენ მოხალისობრივი პროექტების მენეჯმენტს. სემინარის განმავლობაში მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და წვლილი შეიტანონ თავინთი თემის განვითარებაში ინიციატივებითა და პროექტებით, რომლებსაც პროგრამის განმავლობაში გეგმავენ და ახორციელებენ.

პროგრამის განრიგი

– პირველი სემინარი: 14-20 ივნისი, 2019
– მენეჯმენტის სემინარი: 12-17 აგვისტო, 2019
– პროექტის განხორციელება: აგვისტო – სექტემბერი, 2019
– შემაჯამებელი სემინარი: 12-16 ნოემბერი, 2019

ხარჯები

პროგრამა ფარავს მონაწილის კვების, საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯებს. პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს სიმბოლურ თანხას: 20 ლარს. მონაწილეების მიერ შემოსული თანხა მოხმარდება სოციალურ საწარმოს “მრავალფეროვნების რეზიდენციის” რეკონსტრუქცია-ინვენტარიზაციას.

თუ შენ ხარ:

– ხარ 18-დან 26 წლამდე
– გინდა იყო აქტიური
– გსურს განვითარება
– გინდა იყო ცვლილებების ინიციატორი რეგიონში, შენს ქალაქსა თუ სოფელში…

მაშინ, გამოგზავნე განაცხადი 10 მაისის ჩათვლით და შემოუერთდი თავგადასავალს.

პროგრამის და განაცხადის შემოტანის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მრავალფეროვნების სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კონტაქტი

ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა
თამთა შეყილაძე
პროგრამის კოორდინატორი
ელ.ფოსტა: info@diversityschool.net
ტელ: +995 32 294 5225