მრავალფეროვნების სკოლა 2018

მრავალფეროვნების სკოლა 2018

01/02/19 ირის ჯგუფის სიახლეები / მრავალფეროვნების სკოლა / ღონისძიებები /

მრავალფეროვნების სკოლის ექვსთვიანი მოგზაურობა 19 ნოემბერს დასრულდა. პროგრამა დაგვირგვინდა მრავალფეროვნების ფესტივალით. ფესტივალს წელს თელავის თეატრი მასპინძლობდა თეალავის მერიის მხარდაჭერით. ღონისძიებაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელებული 12 სოციალური პროექტი გამოეფინათ და საზოგადოებისთვის გაეცნოთ.

მრავალფეროვნების სკოლა 2018 ივნისში დაიწყო და მოიცვა სამი სემინარი და ერთი გასვლითი ღონისძიება რეგიონებში. წელს პროგრამაში მონაწილეობას 26 ახალგაზრდა იღებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ახალგაზრდებმა 12 სოციალური პროექტი განახორციელეს სხვადასხვა სოციალური პრობლემაზე, რომლებიც მათ დაინახეს თავიან რეგიონში და რეგიონის გარეთაც.

ამ მოგზაურობის ფარგლებში ცოდნის, გამოცდილების, მეგობრებისა და თანამოაზრეების გარდა, მონაწილეებმა მიიღეს სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობის შთაგონება, სითბო და სიყვარული ყველა იმ ადამიანისგან, ვინც მათთან ერთად შექმნა მრავალფეროვნების სკოლა 2018 წელს.

წელს მრავალფეროვნების სკოლა ერთად შექმნეს:

– ჩვენმა ოცდაექვსმა მონაწილემ, რომლებიც ახლა უკვე ირის ჯგუფის კურსდამთავრებულები არიან

– ჩვენმა თორმეტმა მენტორმა, რომლებიც სემინარების პარალელურად გადიოდნენ მენტორინგის ტრენინგებს

– ჩვენმა ფასილიტატორებმა, რომლებმაც ენერგია და კრეატივი არ დაიშურეს პროგრამის მსვლელობის დროს და კოორდინატორების გუნდმა

 

2018 წელს მრავალფეროვნებიოს სკოლა შედგა  Theodor-Heuss-Kolleg, MitOst e.V. და Federal Foreign Office (Germany)-ის მხარდაჭერით და პარტიორობით.

 

იხილეთ ფოტოები მრავალფეროვნების ფესტივალი 2018-დან.



Copyright 2019 © Gega Gagua. All rights reserved