ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა  - Data Me?

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა - Data Me?

21/08/18 განცხადებები/ ირის ჯგუფის სიახლეები /

ბოლო ვადა: 2 სექტემბერი, 2018
პროგრამის თარიღები: 1-8 ოქტომბერი, 2018
ადგილი: მაგდებურგი, გერმანია


ირის ჯგუფი მოკლევადიან საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეძებს ხუთ ახალგაზრდას!

პროექტი “Data Me?” ჩატარდება 1-8 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ მაგდებურგში და გააერთიანებს ახალგაზრდებს ოთხი სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, გერმანია, პოლონეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. პროექტს აფინანსებს Erasmus+.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდებმა ვორქშოფების, სიმულაციებისა და ექსკურსიების მეშვეობით გამოიკვლიონ, თუ რას ნიშნავს და რა მნიშვნელობა აქვს პირად მონაცემებს. ჩვენი მონაცემები დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რესურსია დიდი გლობალური მოთამაშეებისთვის. როგორ გამოიყენება ეს მონაცემები დღეს ან ხვალ? რა გავლენას ახდენს ჩვენზე ჩვენი ონლაინ ქცევები? როგორ და რატომ უნდა მოვეკიდოთ ჩვენს პირად მონაცემებს პასუხისმგებლობით? სწორედ ამ და სხვა თემებზე იმსჯელებენ მონაწილეები პროექტის განმავლობაში.

სამუშაო ენა: ინგლისური.

კვებისა და განთავსების ხარჯები სრულად იფარება Erasmus+ის მიერ. მგზავრობა ანაზღაურდება 360 ევროს ფარგლებში.

თუ დაინტერესებული ხარ თემით და გაქვს ძლიერი მოტივაცია, მონაწილეობა მიიღო ამ პროექტში, მაშინ შეავსე სააპლიკაციო ფორმა. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2 სექტემბერი, 2018.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ინგლისურ ენაზე.



Copyright 2018 © Gega Gagua. All rights reserved