გიწვევთ მრავალფეროვნების სკოლაში

გიწვევთ მრავალფეროვნების სკოლაში

19/06/18 განცხადებები/ ირის ჯგუფის სიახლეები / მრავალფეროვნების სკოლა /

ბოლო ვადა: 22 ივნისი, 2018
პროგრამის თარიღები: ზაფხულის სემინარი – 20-26 ივლისი, 2018
                                    მრავალფეროვნების ფესტივალი – 15-19 ივლისი, 2018


პროგრამის აღწერა

მრავალფეროვნების სკოლა არის საგანმანათლებლო, აქტიური მოქალაქეობის პროგრამა, რომელიც 2012 წელს შეიქმნა.

პროგრამას სურს, ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას, დემოკრატიის განმტკიცებას, მრავალფეროვანი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, არიან ცვლილებების ინიციატორები თავიანთ სოფლებსა და ქალაქებში.

მრავალფეროვნების სკოლას სურს თავისი აქტივობებით ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას, დემოკრატიის განმტკიცებას, მრავალფეროვანი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

პროგრამა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას სოფელსა და ქალაქში არსებულ პრობლემებზე და სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ხელს უწყობს ახალგაზრდებში მოტივაციის გაღვივებას, კომპეტენციების ამაღლებას და ცოდნის მიწოდების, რათა შემდგომში შეძლონ თავინთ თემში არსებულ პრობლემებზე რეაგირება.

აქტივობები

აღნიშნულის მისაღწევად, მრავალფეროვნების სკოლა ახალგაზრდებს სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებს.

ივლისიდან ნოემბრის თვემდე, მრავალფეორვნების სკოლის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ესწრებიან ინტენისურ სემინარებსა და ტრენინგებს აქტიური მოქალაქეობის, ურბანული პოლიტიკის და სასოფლო განვითარების შესახებ. სწავლობენ მოხალისობრივი პროექტების მენეჯმენტს. სემინარის განმავლობაში მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, განახორციელონ სასწავლო ვიზიტები რეგიონულ ორგანიზაციებში და წვლილი შეიტანონ თავინთი თემის განვითარებაში ინიციატივებითა და პროექტებით, რომლებსაც პროგრამის განმავლობაში გეგმავენ და ახორციელებენ.

პროგრამის განრიგი

– ზაფხულის სკოლა: 20-26 ივლისი, 2018
– სასწავლო ვიზიტი: აგვისტო, 2018. 1-2 დღიანი ვიზიტები რეგიონულ ორგანიზაციაში
– პროექტის განხორციელება: 1 აგვისტო – 1 ოქტომბერი, 2018
– მრავალფეროვნების ფესტივალი: 15-19 ნოემბერი, 2018

ხარჯები

პროგრამა ფარავს მონაწილის კვების, საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯებს. პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს სიმბოლურ თანხას: 20 ლარს. მონაწილეების მიერ შემოსული თანხა მოხმარდება სოციალურ საწარმოს “მრავალფეროვნების რეზიდენციის” რეკონსტრუქცია-ინვენტარიზაციას.

თუ შენ ხარ:

– ხარ 18-დან 26 წლამდე
– გინდა იყო აქტიური
– გსურს განვითარება
– გინდა იყო ცვლილებების ინიციატორი რეგიონში, შენს ქალაქსა თუ სოფელში…

მაშინ, გამოგზავნე განაცხადი 22 ივნისის ჩათვლით და შემოუერთდი თავგადასავალს.

პროგრამის და განაცხადის შემოტანის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მრავალფეროვნების სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კონტაქტი: 

ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა
თამთა შეყილაძე
პროგრამის კოორდინატორი
ელ.ფოსტა: info@diversityschool.net
ტელ: +995 574 081 551

Application_Form_Diversity_School_IG2018

 



Copyright 2018 © Gega Gagua. All rights reserved