საინფორმაციო კამპანია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მხარეებისათვის მარნეულში

საინფორმაციო კამპანია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მხარეებისათვის მარნეულში

23/05/18 განცხადებები/ ირის ჯგუფის სიახლეები / ღონისძიებები /

თარიღი: 25 მაისი, 2018
შეხვედრის ადგილი 1: მარნეული, ჯავახიშვილის სკვერი 13:00-14:30
შეხვედრის ადგილი 2: მარნეული, მარნეულის ბაზარი 15:00-18:00


25 მაისს, 13:00 საათიდან ევროკავშირის ლურჯი ავტობუსი მარნეულიში გააჩერებს. ავტობუსის მგზავრები არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საინფორმაციო ტურის ფარგლებში სწორედ ამ დღისთვის მარნეულს ესტუმრებიან. ისინი მარნეულის მუნიციპალუტეტში მცხოვრებ მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულებს, მეწარმეებს, ფერმერებს, დაინტერესებულ მოქალაქეებსა და გამვლელებს თავიანთი ბიზნესისა თუ ბიზნეს იდეების განვითარების, სამეწარმეო საქმიანობის პოტენციალისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

 

– დაინტერესებული ხარ მეწარმეობით?

– გინდა, განავითარო შენი ბიზნესი?

– გინდა, გაეცნო, კონკრეტულად, რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ევროკავშირთან თანამშრომლობა? გაინტერესებს, როგორ?

 

მაშინ ევროკავშირის ლურჯი ავტობუსი ქალაქ მარნეულში სწორედ თქვენთვის აჩერებს! საინფორმაციო კამპანიის ორგანიზატორები დაინტერესებულ მხარებს უახლეს ინფორმაციას მიაწვდიან მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ირის ჯგუფის წარმომადგენლები თოთოეულ დაინტერესებულთან გამართავენ საკონსულტაციო შეხვდრას ასოცირების შეთანხმებასა და მასთან ერთად, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც აღნიშნული თანამშრომლობა საქართველოს მოქალაქეებსა და თითოეულ მეწარმეს სთავაზობს. მოსახლეობას საშუალება ექნება, კითხვები დაუსვას წარმომადგენლებს, გაეცნოს საინფორმაციო მასალას და ინტერაქტიულ და წამახალისებელ აქტივობებში მიიღოს მონაწილეობა.

საინფორმაციო შეხვედრები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და ასოციაცია ათინათთან თანამშრომლობით.

გელით მარნეულის სკვერში 13:00 საათიდან 14:30 საათამდე, ხოლო მარნეულის ბაზრობის ტერიტორიაზე: 15:00 საათიდან 18:00 საათამდე. კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

ინფო კამპანია 25 მაისი_DCFTA



Copyright 2018 © Gega Gagua. All rights reserved