გაცვლითი პროგრამა გენდერულ საკითხებზე - გამოცდილება და შთაბეჭდილებები

გაცვლითი პროგრამა გენდერულ საკითხებზე - გამოცდილება და შთაბეჭდილებები

19/04/18 ირის ჯგუფის სიახლეები /

პროექტ SAVE-ის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა იტალიაში ესწრებიან ტრენინგებს გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ.

“Safe youth Against Gender based Violence” (SAVE) არის 9 დღიანი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა, ტრენინგ კურსი, რომელიც ახალგაზრდებს სთავაზობს გენდერული კომპეტენციების და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, რომ რეალობაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა, წინ აღუდგნენ გენდერული ნიშნით ძალადობას სამუშაო ადგილზე და თავიანთ ირგვლივ. მონაწილეები ეუფლებიან და ქმნიან გრაფიკულ და ვიდეო ინსტრუმენტებს, სწავლობენ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ ონლაინ ხელსაწყოები და ზოგადად, ონლაინ სივრცე გენდერული სტერეოტიპების, სექსიზმის, ძალადობისა და  სიძულვილის ენის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

 

“ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობის მოტავაცია იყო სხვა ქვეყნებში არსებული ვითარების უკეთ გაცნობა და ინფორმაციის უშუალოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებისაგან გაგება. ჩემთვის, გენდერული დისკრიმინაცია თუ ნებისმიერი სახის ძალადობა, ასოცირდებოდა ძირითადად განვითარებად ქვეყნებთან. ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არაა და ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერი შეიძლება გახდეს, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილის, სტატუსისა თუ ფინანსური შესაძლებლობისა. განსაკუთრებულად გამოვარჩევდი ტრენინგებიდან ერთ დღეს, როდესაც ჩვენ შევხდით ძალადობის მსხვერპლ ქალბატონს. მისი ისტორიის მოსმენა საკმაოდ ემოციური და საინტერესო აღმოჩნდა. ალბათ ეს დღე არასდროს დამავიწყდება. თითოეული ქვეყნის ჯგუფს წარმოდგენილი ქონდა საკუთარ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობები გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს გარდა, საინტერესო იყო იმ საშუალებების გაცნობა, რომლითაც ხდება გენდერული ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება და შემდგომში მისი დახმარება გრძელვადიან თუ მოკლევადიან პერსპექტივაში. კიდევ ერთხელ ძალიან მიხარია, რომ მქონდა საშუალება მე ვყოფილიყავი ერთ-ერთი ქართველი, რომელმაც შეძლო საკუთარი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება სხვა ქვეყნების ჯგუფებისათვის, როგორებიცაა ხორვატია, ესპანეთი, სომხეთი და იტალია.” – ყვება 20 წლის მარიამ ბიწაძე.

 

“ეს ჩემი პირველი საერთაშორისო პროექტია და თავიდან ძალიან მეშინოდა ჩემი ინგლისურის ენის კომპეტენციების. მეგონა, რომ ადაპტაციაც ცოტა გამიჭირდებოდა. მაგრამ ჩამოსვლის პირველივე წუთებიდანვე დავძლიე ეს “შიში”, რადგან ძალიან უშუალო და მეგობრული ადამიანები დამხვდნენ, ორგანიზატორებიც და მონაწილეებიც. ყოველი დღე თავისებურ ლაღ ისტორიას ინახავს და ასე მგონია, საუკუნეა ამ ადამიანებს ვიცნობ და ვემეგობრები. პირველი პროექტის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ, ნამდვილად გამიმართლა.  ყველაზე მეტად მიხარია ის, რომ მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებთან ვმუშაობ და უკვე ბევრი ფემინისტი მეგობარი შევიძინე სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არსებითად მაგარი ამბავია ჩემთვის,”- ამბობს 21 წლის მაგდა საგინაშვილი, პროექტის მონაწილე.

      

ნიკა, SAVE-ის მონაწილე, 21  წლის: “გამგზავრების დღიდან დაწყებული, ყველაფერი, დღეის ჩათვლით, შთამბეჭდავია. უპირველესად,  მინდა, აღვნიშნო გარემო, რომელიცასინომანიაში”, ჩვენს საცხოვრებელ კამპუსში, დაგვხვდა. პერსონალიდან დაწყებული, მენტორებით დასრულებული, ყველა ცდილობს ჩვენთვის სასურველი და კომფორტული გარემო შეგვიქმნას. რაც შეეხება კურსს, ძალიან საინტერესო და ინფორმაციით დატვირთულია.

 

“მრავალფეროვნების სკოლას” მიჩვეულს, მრავალფეროვნებით ვერ გამაოცებდნენ, თუმცა მაინც ვშიშობდი,  რომ ბევრი დაბრკოლება შეიძლებოდა ყოფილიყო – განსხვავებული კულტურა, ტრადიციები, რელიგია, ენის ბარიერი. ემოციურად ვემზადებოდი ამ ყველაფრისთვის, მაგრამ რეალობა სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. უამრავი ერთნაირად ანთებული თვალები შემომეგებნენ, რომელთაც ისეთივე შიშები უციმციმებდათ თვალებში, როგორიც მე და, როდესაც ეს უამრავი თვალი ერთმანეთს შეხვდა, ყველაფერი ჩაწყნარდა. შიში, ნერვიულობა, სტრესი გაქრა და მეგობრული გარემო ჩამოყალიბდა. ყველაფერი ძალიან კარგია. მასპინძლები ცდილობენ უცხოობა არ გვაგრძნობინონ. თვითონ ქალაქი ულამაზესია, ძველი. დათვალიერებისას მეგონა, თითოეულ შენობას სული ჰქონდა, ცოცხლობდა, სუნთქავდა. სიძველის, წარსულის სიძლიერეს თავისი სულით შეგვაგრძნობინებდა,”- ამბობს ეთო გვარამაძე, 21 წლის.

ტრეინინგი მიმდინარეოს სულმონაში, იტალიაში, 9-18 აპრილის ჩათვლით. ტრენინგში მონაწილეობს 35 მონაწილე ევროპის 7 ქვეყნიდან. მათ შორის არიან მონაწილეები საქართველოდან: ეთო გვარამაძე, ლიკა კოსტავა, მაგდა საგინაშვილი, მარიამ ბიწაძე, ნიკა ძაგანია. პროექტის მონაწილეები შეირჩნენ ღია კონკურსით აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე.

პროექტი ხორციელდება ირის ჯგუფის და იტალიური ორგანიზაცია Horizon Service პარტნიორობით. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, პროგრამა Erasmus + ფარგლებში.

აქვე გთავაზობთ ფოტოებს ტრენინგის მიმდინარეობიდან.

 

 



Copyright 2018 © Gega Gagua. All rights reserved