ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა -

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა - "READ BETWEEN THE LINES"

13/08/19 Announcement / განცხადებები/ ირის ჯგუფის სიახლეები /

ბოლო ვადა: 16 აგვისტო, 2019
პროგრამის თარიღები: 11-18 ოქტომბერი, 2019
ადგილი: ვილნიუსი, ლიეტუვა


ირის ჯგუფი მოკლევადიან საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეძებს ორ ახალგაზრდას!

პროექტი “Read Between the Lines” ჩატარდება 11-18 ოქტომბერს ვილნიუსში. პროექტი ეხება მედია წიგნიერებას და მიზნად ისახავს მონაწილეებისათვის კომპეტენციების და უნარების განვითარებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 7 დღიან ტრენინგს დაესწრება 30 ახალგაზრდა 9 ქვეყნიდან – ლიეტუვა, საქართველო, უკრაინა, რუსეთი, ხორვატია, პოლონეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სერბეთი. პროექტს აფინანსებს Erasmus+.

სამუშაო ენა: ინგლისური

მგზავრობის, კვებისა და განთავსების ხარჯებს სრულად ფარავს Erasmus+.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 16 აგვისტო, 2019.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ინგლისურ ენაზე.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: irisgroupmanagingdiversity@gmail.com

Call for Application_Read Between the Lines_IG2019