მრავალფეროვნების სკოლა 2019 დაიწყო

მრავალფეროვნების სკოლა 2019 დაიწყო

28/06/19 ირის ჯგუფის სიახლეები / მრავალფეროვნების სკოლა /

2019 წლის მრავალფეროვნების სკოლის პირველი სემინარი დასრულდა. წელს პროგრამამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 25 ახალგაზრდა შეკრიბა. პირველი სემინარი 7 დღის განმავლობაში გრძელდებოდა ბაკურიანში, 14-20 ივნისს. მონაწილეებმა ფასილიტატორებთან ერთად განიხილეს და შეისწავლეს მრავალფეროვნების, სამოქალაქო ჩართულობის, იდენტობის თემები, ასევე იმუშავეს საკუთარ იდეებსა და სოციალურ ინიციატივებზე, რომელთაც უკვე მომდევნო შეხვედრაზე, აგვისტოში, დახვეწენ და პროექტის სახით ჩამოაყალიბებენ.

გაზაფხულის სემინარების ტრენერთა ჯგუფი სულ 5 ფასილიტატორისგან შედგებოდა. მოჰამედ ალი ეგვიპტიდან, პარტნიორი პროგრამიდან გვსტუმრობდა,  ეკატერინე დანელია, ლევან ხუციშვილი, ანა ვირსალაძე და ნესტან გაგაძე კი მრავალფეროვნების სკოლის ფასილიტატორები არიან.

მრავალფეროვნების სკოლის მეორე სემინარი აგვისტოში შედგება. 12-17 აგვისტოს პროგრამის მონაწილეები სწორედ თავიანთ პროექტებზე განაგრძობენ მუშაობას და უფრო სიღმისეულად შეისწავლიან მცირემასშტაბიანი პროექტების დაგეგმვას, მართვასა და განხორციელებას. აგვისტო-სექტემბრის თვეებში მათ ექნებათ დრო რომ შეძენილი ცოდნა და უნარები პრაქტიკაშიც გამოსცადონ და საკუთარი ინიციატივები განახორციელონ თავიანთ რეგიონებში.

ქვევით იხილეთ ფოტოები სემინარიდან.