ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა - “Faces of Europe”

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა - “Faces of Europe”

09/06/19 განცხადებები/ ირის ჯგუფის სიახლეები /

ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2019
პროგრამის თარიღები: 5-15 ივლისი, 2019
ადგილი: მაგდებურგი, გერმანია


ირის ჯგუფი მოკლევადიან საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეძებს შვიდ ახალგაზრდას!

პროექტი “Faces of Europe” ჩატარდება 5-15 ივლისს გერმანიის ქალაქ მაგდებურგში და გააერთიანებს ახალგაზრდებს ხუთი  სხვადასხვა ქვეყნიდან: ჩეხეთი, საქართველო, პორტუგალია, სერბეთი და გერმანია. პროექტს აფინანსებს Erasmus+.

პროექტის შესახებ

ევროპა | სტერეოტიპები | კრეატიულობა | ახალგაზრდების ჩართულობა

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა“Faces of Europe” აერთიანებს 17-25 წლის ახალგაზრდებს ევროპის 5 ქვეყნიდან. პროექტის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საკუთარ იდენტობას, ღირებულებებს და იმ სტერეოტიპებს, რომლებიც მათი იდენტობის ნაწილებთან შეიძლება ასოცირდებოდეს. მონაწილეებს ექნებათ რეფლექსიის შესაძლებლობა ისეთ თემებზე, როგორებიცაა კონკრეტულ ჯგუფებთან მიკუთვნებულობა, მათი მოლოდინები საზოგადოების მიმართ, განსხვავებული კულტურული, რელიგიური ფონის თუ ინტერესების მქონე ადამიანებთან დაკავშირება. პროექტის განმავლობაში ახალგაზრდები საკუთარ თავზე გამოცდიან სხვადასხვა მრავალფეროვან მეთოდს, მათ შორის ფოტო/ვიდეოგრაფის ვორქშოფს, რაც დაეხმარება მათ, კრეატიულად გაიაზრონ და აღბეჭდონ პროეტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება.

სამუშაო ენა: ინგლისური

კვებისა და განთავსების ხარჯებს სრულად ფარავს Erasmus+.
მგზავრობა ანაზღაურდება 360 ევროს ფარგლებში.

თუ დაინტერესებული ხართ თემით და პროექტში მონაწილეობის ძლიერი მოტივაცია გაქვთ, მაშინ შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 ივნისი, 2019.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ინგლისურ ენაზე.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: irisgroupmanagingdiversity@gmail.com